суббота, 19 июля 2014 г.

მოდული-8


სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების  შემდეგ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შევქმენი ბლოგის დიზაინი. პროექტის პრეზენტაცია გამოვაქვეყნე მეორე მოდულის შეფასებაში.


მოდული-7


  • ანხილეთ, როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა
  • შექმენით პრეზენტაციებ, დოკუმენტებ, ცხრილებ და ვებრესურსებ, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად
  • დაგეგმეთ და განიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეებ
  • შექმნი მასალებ
  • მოდიფიცირება გაუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას
  • შეაფასე სასწავლო პროექტის პორტფოლიოებ
  • განსაზღვრეთ პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროებ მასწავლებლებისთვის


მოდული-6

ყველა მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები.
განსაკუთრებული  საჭიროების მქონე მოსწავლეებს მივეცით დამატებითი დრო და  საშუალება იმუშაონ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე  და ინფორმაციაზე, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაცია მოიძიონ საკუთარ ენაზე.  განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.


მოდული-5

ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები  პროექთზე მუშაობისას. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმა.

გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა და დროში გაწერილი გეგმის ნაწილში დავამატეთ  შეფასების ახალი ფორმები.

მოდული-4

ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავხსენით და გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციას. შემდეგ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, არჩეული სტანდარტებისა და სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში. გამოვიყენეთ საპრეზენტაციო პროგრამა და ინტერნეტით მოძიებული რესურსები.


მოდული-3


გავეცანით ელექტრონული მედიის  გამოყენების სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს: საავტორო უფლებების ქაოსის-პრეზენტაციას. ვიმუშავეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაზე.
შევქმენით ჩვენი ბლოგი რაც დაგვეხმარება აზრების, იდეების და პროექტების გაზიარებაში.


суббота, 12 июля 2014 г.

მოდული-2

შევარჩიეთ პროექტის თემა,   განათლების სამინისტროს გვერდიდან გადმოვწერეთ საგნის სტანდარტი, რომელშიც მოვნიშნეთ პროექტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები.  გავხსენით ჩვენს საქაღალდეში არსებული სასწავლო პროექტის გეგმა და შევავსეთ თემის მონახაზი:
  • თემის დასახელება;
  • თემის შინაარსი;
თემის საფუძვლებში შევავსეთ:
  •  შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები;(რომელშიც შევიტანეთ სტანდარტში მონიშნული პროექტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები);
  • პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები;
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: 1. ზოგადი კითხვა;
                                                                                                 2.თემატური კითხვები;
                                                                                                 3.შინაარსობრივი კითხვები.
გეგმის შაბლონის შევსების შემდეგ ავაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში.