суббота, 12 июля 2014 г.

მოდული-1

გვეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს, მისი გამოყენების ტექნოლოგიას. ვიმუშავეთ 1- ელ მოდულზე, შევქმენით პროექტისათვის საჭირო საქაღალდეები,დავარქვით შესაბამისი სახელები,  რომელშიც მოვათავსეთ ელექტრონული სახელმძღვანელოდან ამოღებული მასალები:
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;  
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი;
  •  პროექტის გეგმის შაბლონი;
  •  სასწავლო მიზნები;
  •  პორტფოლიოს რუბრიკა;
  •  პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
რომელსაც გამოვიყენებთ ტრენინგის განმავლობაში პროექტის შექმნისას

22/06/2014      

გავხსენით სახელმძღვანელოს 1-ლი მოდულის მე-4 აქტივობა, გადმოვწერეთ გამოცემის ჩეკლისტი - ბუკლეტის ჩეკლისტი და კოლაჟის ბუკლეტი. გავეცანით მზა ბუკლეტს და შევქმენით ბუკლეტი: ხელოვნების სწავლება პროექტებით. ბუკლეტში შევიტანე  ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, ცნობილი მხატვრის პაბლო პიკასოს გამონათქვამები ხელოვნებაზე, რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ინტერნეტით მოვიძიე შესაბამისი სურათები და გავაფორმე ჩემი შექმნილი ბუკლეტი. მზა ბუკლეტი შევინახე წინა ტრენინგზე შექმნილ პაპკაში:  სასწავლო პროექტების დამხმარე. დღე ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий